რეგიონი
ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერა
სომხეთის პრემიერ - მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

„პატივცემულო მოქალაქეებო, ძმებო და დებო, პირადად ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის უკიდურესად მძიმე გადაწყვეტილება მივიღე. რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოვაწერე განცხადებას ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ 01:00 საათიდან“, - დაწერა ფაშინიანმა „ფეისბუკის“ გვერდზე.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია საომარი სიტუაციის ღრმა ანალიზის საფუძველზე. მან ამ ნაბიჯს საუკეთესო უწოდა შექმნილ ვითარებაში და საომარი მოქმედებების შეწყვეტა არა გამარჯვებად, მაგრამ არც დამარცხებად შეაფასა.

„ჩვენ არასოდეს ვაღიარეთ საკუთარ თავს გამარჯვებულად და ეს უნდა იქცეს ჩვენი ეროვნული ერთიანობის დასაწყისად. მუხლს ვიდრეკ ყველა ჩვენი გარდაცვლილის წინაშე. ქედს ვიხრი ყველა სამხედროს, ოფიცრის, გენერლების, მოხალისეების წინაშე, რომლებიც თავისი სიცოცხლის ფასად იცავდნენ სამშობლოს. მათ თავისი თავგანწირვით გადაარჩინეს არცახელი სომხები. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოდით და ჩვენ გავიმარჯვებთ. არცახი დგას. გაუმარჯოს სომხეთს, გაუმარჯოს არცახს“ , - წერს ფაშინიანი.
| Print |