რეგიონი
ჯავახეთში პროტესტი დასრულდა, მოქალაქეები აქციებს კვლავ აანონსებენ (ვიდეო)
რუსეთთან და სომხეთთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით, ახალქალაქის ცენტრში გამართული აქცია დასრულდა. მერიასთან შეკრებილი მოსახლეობის თქმით, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციებს პერიოდულად კვლავ განაახლებენ.

ჯავახეთის სხვადასხვა სოფლებიდან შეკრებილი მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ. დაახლოებით, 100-მდე ადამიანმა პრემიერ-მინისტრს ოფიციალური წერილი გაუგზავნა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესობისთვის, საზღვრების დროულად გახსნა სთხოვა.

ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ მათი ოჯახების ძირითადი შემოსავალი რუსეთში მუშაობით მოპოვებული თანხაა. პანდემიის გამო კი მეორე წელია ისინი ვერსად მუშაობენ.

| Print |