თურქეთის საზღვრის მიმართულებით ზოგიერთი სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
10:18 / 17.02.2021
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თურქეთის რესპუბლიკის საზღვრის მიმართულებით, ავტომობილების ნაწილს მოძრაობა აეკრძალა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ცუდი მხედველობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.