რეგიონი
სომხეთ-აზერბაიჯანის რკინიგზის გახსნასთან ახლოს ვართ - ნიკოლ ფაშინიანი
“ძალიან ახლოს ვართ სამმხრივი [სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი] სამუშაო ჯგუფის პირველ ხელშესახებ შედეგებთან რეგიონში კომუნიკაციების გახსნასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა 3 თებერვლის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ჩვენ უნდა ავაშენოთ ეს რკინიგზა, რომელმაც უნდა იმუშაოს სომხეთის ტერიტორიაზე სომხური კანონმდებლობის ფარგლებში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე – აზერბაიჯანული კანონმდელობის. ჩვენ უკვე ვმსჯელობთ ტექნიკურ საკითხებზე, პროექტირებაზე, მშენებლობის დაწყებაზე და დაფინანსების საკითხებზე”.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, რკინიგზით “ერასხ-ჯულფა-ორდუბადი-მეგრი-გორადისი” სომხეთს ექნება კავშირი რუსეთის ფედერაციასთან. აზერბაიჯანს კი სომხეთის გავლით – ნახიჩევანთან.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რკინიგზის მშენებლობაზე საუბარი ყარაბაღის 2020 წლის ომის შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაწყებული მოლაპარაკებების დროს დაიწყო.
| Print |