რეგიონი
დადასტურებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზად არის - დმიტრო კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერში“ წერს, რომ ჯოზეფ ბორელთან უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„ჯოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბრისას ყურადღება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მიმდინარე ვითარებაზე გავამახვილეთ. დადასტურებულია: რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზად არის. ევროკავშირი დამატებით ძალისხმევას გამოიყენებს უკრაინის პოლიტიკური, ფინანსური მხარდაჭერისთვის. მადლობელი ვართ მტკიცე პოზიციისთვის, გადამწყვეტი მოქმედებებისთვის მზადყოფნისთვის“, - წერს დმიტრო კულება.
| Print |