რეგიონი
დონეცკში, სეპარატისტების ლიდერმა მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაცია გამოაცხადა
რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტების ლიდერმა თვითგამოცხადებული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დენის პუშილინმა განაცხადა, რომ რუსეთი ევაკუირებული ადამიანებისთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე დათანხმდა და რომ პრიორიტეტი ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს უნდა მიენიჭოს.

ამასთან, სააგენტო „ინტერფაქსმა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის დატოვებასა და რუსეთის როსტოვის ოლქში გადასვლას ათასობით ადამიანი გეგმავს.

უკრაინაშიც და დასავლეთშიც ამბობენ, რომ კრემლი ახლა პროვოკაციების გზით, ცდილობს უკრაინაში მასშტაბური შეჭრის საბაბი შექმნას. დღეს, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი იმ სცენარის გამოყენებას აპირებს, რაც 2008 წელს საქართველოში გამოიყენა.
| Print |