რეგიონი
"პრეზიდენტი გამოვიდა და ასე გვითხრა აბა თქვენ იცით და თქვენმა ვაჟკაცობამო" - კიევში მცხოვრები მზია ტორორაძე
კიევში მცხოვრები მზია ტოროტაძე მეცხრე არხთან დილანდელი დაბომბვის ამბებს იხსენებს. მიმდინარე საერთაშორისო მოლაპარაკებების გამო იმედოვნებდნენ, რომ ვითარება სისხლისღვრამდე არ მივიდოდა. ჩვენი რესპონდენტი და მიდი მეუღლე სამხედრო პირები არიან. მისი თქმით დღეს გამთენიისას რუსეთმა შეტევა უკრაინაზე სტრატეგიული ობიექტების დაბომბვით დაიწყო. პირველ რიგში აეროპორტები დაიბომბა.

,,დილის 05:40 -საათზე დაიწყეს დაბომბვა, ზანზარის ხმა ქალაქშიც ისმოდა. ჟულიანის აეროპორტი, რომელიც კიევის ცენტრში მდებარეობს ამ წუთში (14:00 საათზე) ქუხილის ხმა გაისმა, მეუღლეს ვესაუბრებოდი და მითხრა, რომ ამ აეროპორტთანაც ჩამოვარდა ბომბი. ძირითადად სტრატეგიული ობიექტები დაიცხრილა. ნათესავი მყავს ხარკოვში და მითხრა, რომ დაბომბვა არ ეყოთ და ახლა უკვე ეზოშიც ისმის ავტომატის ხმებიო"- განუცხადა მეცხრე არხს კიევში მცხოვრებმა მზია ტოროტაძემ.

ბოლო ინფორმაციით, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა ბრძოლით გაარღვიეს უკრაინის საზღვარი და ამ გზით შევიდნენ კიევის ოლქში, ქვეყნის ტერიტორიაზე.

BBC-ის რუსული სამსახური იუწყება, რომ სასაზღვრო ქვედანაყოფები გადანაწილებულია სარეზერვო პოზიციებზე და თანამშრომლობენ უკრაინის არმიასთან და ეროვნულ გვარდიასთან.


| Print |