რეგიონი
აშშ ევროპაში დამატებით 7 000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
აშშ ევროპაში დამატებით 7 000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის, - ამ ინფორმაციას CNN პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, ჯარისკაცები ნატო-ს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქვეყნებში ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, პოლონეთსა და რუმინეთში გადანაწილდებიან.

იქამდე კი აშშ პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ბრიფინგზე განაცხადა, აშშ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ ინჩს დაიცავს, თუმცა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედროების გაგზავნას არ აპირებს.

„ჩვენი ძალები ევროპაში მიდიან არა იმისთვის, რომ უკრაინაში იომონ, არამედ დაიცვან ნატო-ს მოკავშირეები და განამტკიცონ ალიანსი აღმოსავლეთში. აშშ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ ინჩს დაიცასვს ამერიკული ძალის სრული შემადგენლობით“, - განაცხადა მან.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს და ალიანსის წევრ ქვეყნებს საერთო პოზიციები აქვთ.

interpressnews.ge
| Print |