რეგიონი
ჩერნობილში რადიაციის დონემ მოიმატა
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რაიონში გამა-გამოსხივების საკონტროლო დონის მატება შეინიშნება. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტი იუწყება რადიაციის კონტროლის ავტომატური სისტემების მონაცემებზე დაყრდნობით. ეს მონაცემები ონლაინ-რეჟიმშია ხელმისაწვდომი.

უკრაინის პარლამენტში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ ჩერნობილის რაიონის ოკუპაციის და საბრძოლო მოქმედებების გამო, შეუძლებელია იმის დადგენა, რამ გამოიწვია რადიაციული ფონის ცვლილება.

უკრაინამ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი 24 თებერვალს, რუსეთის თავდასხმიდან პირველივე დღეს დაკარგა. ამ რაიონში ამჟამად რუსი სამხედროები იმყოფებიან. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ რუსების მიერ ჩერნობილის დაკავება ევროპისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხეა, რადგან რუსეთმა ატომური ელექტროსადგური შესაძლოა, პროვოკაციისთვის გამოიყენოს.

| Print |