რეგიონი
ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების პროცედურა დაიწყო
ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების პროცედურა დაიწყო. ამ ინფორმაციას Twitter-ზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ავრცელებს.

მისი თქმით, პროცესის ინიციატორები პოლონეთი და უკრაინა არიან.

„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივით, დაიწყო ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების პროცედურა. საბოლოო გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ“, - წერს მორავეცკი.
| Print |