რეგიონი
"ყველაფერი მშვიდადაა, ყველა დავაწვინეთ" - უკრაინის ჯარები
კიევში, ბერესტეისკას მეტროსთან 101-ე ბრიგადამ რუსული კოლონა გაანადგურა.

"ყველა მშვიდადაა, ყველა დავაწვინეთ", - წერს უკრაინის სახმელეთო ჯარები.

მთელი ღამის განმავლობაში კიევში სროლებისა და შეტაკებების ხმა ისმის.

უკანასკნელი ცნობებით, კიევში სიტუაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

“ჩვენ ვაჩერებთ ურდოს, როგორც შეგვიძლია, კიევში სიტუაცია უკრაინის სამხედრო შეიარაღებული ძალებისა და კიევის მოქალაქეების კონტროლის ქვეშაა", - აღნიშნა დანილოვმა.

შეგახსენებთ, კიევის ქუჩებში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. დედაქალაქის მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ და ქუჩებში გასვლიდან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.

| Print |