რეგიონი
საბრძოლო დანაკარგების დასაფარად რუსეთი მობილურ კრემატორიუმებს იყენებს
უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მსოფლიოში ბევრი დააფიქრა პუტინის არაჯანსაღ ფსიქიკაზე. ვლადიმერ პუტინმა მსოფლიო კიდევ ერთხელ შეაძრწუნა მას შემდეგ, რაც მობილური კრემატორიუმების ამსახველი ვიდეო გავრცელდა.

ეს მანქანები, რომლებიც ბრძოლის ველზე რუს სამხედროებთან ერთად გადაადგილდებიან, მათი დაღუპვის შემთხვევაში ცხედრების კრემაციისთვის არის გამიზნული, რათა რუსეთის საბრძოლო დანაკარგები ბოლომდე გაურკვეველი დარჩეს.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი, რუსული მობილური კრემატორიუმების შესახებ საუბრობს და ამას შემზარავს უწოდებს.

თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მანქანის ვიდეო, რომელიც უკრაინისკენ მიმავალ რუს სამხედროებს უკან მიჰყვებოდა. ბენ უოლესი ფიქრობს, რომ ეს განსაკუთრებით ღრმად შემაშფოთებელი იქნება ნებისმიერი რუსი ჯარისკაცისთვის.

ის შიშობს, რომ რუსეთს საკრემაციო მანქანები ომის მსხვერპლის დაფარვაში დაეხმარება: "ადრე ისინი მობილურ კრემატორიუმებს ბრძოლის ველზე განალაგებდნენ, რათა თვალყური ედევნებინათ სამხედროებისთვის, რაც შემზარავია".

წყარო: ამბები.გე
| Print |