რეგიონი
„სოლიდარობა უკრაინას“ - ემიგრანტებმა ისრაელში აქცია გამართეს
ქართველმა ემიგრანტებმა ისრაელში სოლიდარობის აქცია გამართეს. ისინი ტრანსპარანტებით, საქართველოსა და უკრაინის დროშებით თელ-ავივში, უკრაინისთვის მხარდაჭერისთვის შეიკრიბნენ. მათ შორის იყო ადიგენელი მერი ენდელაძე.

„ძირითადად, ქართველი და უკრაინელი ემიგრანტები ვიყავით, თუმცა ადგილობრივებიც შემოგვიერთდნენ. მთელი ჩემი სამეგობრო იქ იყო, ძალიან ბევრნი ვიყავით. ჩვენი მიზანი იყო უკრაინის მხარდაჭერა. მოვითხოვთ, მალე შეწყვიტოს რუსეთმა უკრაინაზე იერიში“, - ამბობს მერი ენდელაძე. 
ქართველი ემიგრანტები აქციაზე
| Print |