რეგიონი
თუ უკრაინა დამარცხდება, გავხდებით საბჭოთა კავშირის ადამიანები-აქტივისტი ნინოწმინდიდან
მას შემდეგ, როცა რუსეთის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ უკრაინაში და თავს დაესხნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების ნაწილს 2020 წელს, ყარაბაღის შეიარაღებული კონფლიქტი გაახსენდა.

რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის მომხრეა ჯავახეთში მცხოვრები სომხური თემის ნაწილი. სოციალურ ქსელში წერენ, რომ უკრაინა ისე დატოვა მსოფლიომ მარტო, როგორც სომხეთი ყარაბაღის კონფლიქტის დროს.

უკრაინის მოვლენების ყარაბაღთან პარალელს ვერ ვხედავ - ამბობს ტიგრან ტარზიანი, სამოქალაქო აქტივისტი ნინოწმინდიდან. მისთვის ცხადია, რომ თუ უკრაინა ამ ომს ვერ გაუმკლავდა, უკრაინის შემდეგ საქართველოს ჯერი დადგება.

| Print |