რეგიონი
რუსებმა კიევის ტელეანძას ჭურვი ესროლეს
რუსებმა კიევის სატელევიზიო ანძაზე იერიში მიიტანეს, რის გამოც უკრაინაში, ტელემაუწყებლობის პრობლემები შეიქმნა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩამოაგდეს ჭურვი და ამ დროისათვის ანძა კვამლშია გახვეული.

ჯერჯერობით უცნობია დაჭრილებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია.


უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ განხორციელდა სროლა მაუწყებლის სააპარატოზე.

მათივე ცნობით, დროებით გაითიშა არხები, მაგრამ უახლოეს მომავალში ჩაირთვება არხების ნაწილის სარეზერვო მაუწყებლობა.

გარდა ამისა, ზოგიერთი ტელეარხის ყურება Youtube-ის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.
| Print |