რეგიონი
გაიყვანა თუ არა რუსეთმა სამშვიდობო დანაყოფი მთიანი ყარაბაღიდან?
ბოლო კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელებში აქტიურად საუბრობენ მთიანი ყარაბაღიდან 2020 წლის ომის შემდეგ დისლოცირებული რუსი სამშვიდობოების გაყვანის შესახებ. აზერბაიჯანულ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის სამშვიდობო მისიამ ყარაბაღი უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დატოვა.

მთიანი ყარაბაღი ოფიციალურად იუწყება, ინფორმაცია, არ შეესაბამება რეალობას და ეს სომხურ მოსახლეობაში პანიკის გამოწვევის მორიგ მცდელობად განიხილება.

რუსი სამშვიდობოების მთიანი ყარაბაღიდან გაყვანის შესახებ 13 მარტს ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმაც. უწყების მტკიცებით, 9–10 მარტს, სომხეთის ქალაქ გიუმრის 102–ე რუსული სამხედრო ბაზიდან, 800 სამხედრო მოსამსახურე, უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად, რუსეთში გადაიყვანეს.

რუსი სამშვიდობოების გაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება პოლიტოლოგი ტიგრან გრიგორიანი. მისი თქმით, მთიანი ყარაბაღიდან არცერთი რუსი სამშვიდობო არ წასულა.

ამ ინფორმაციას აქტიურად ავრცელებენ აზერბაიჯანული პროპაგანდისტული მანქანის სხვადასხვა წარმომადგენლები, ასევე მათი თანამგზავრები დასავლეთში. ჩემი ინფორმაციით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. შესაძლოა, სამშვიდობოების ნაწილი, რომლებიც ადრე მთიან ყარაბაღში მსახურობდნენ, ახლა უკრაინაშია, მაგრამ ახლა არცერთი სამშვიდობო არ გაუგზავნია უკრაინაში მთიანი ყარაბაღიდან. ვფიქრობ, აუცილებელია რუსული მხარის ინფორმირება პროვოკაციების შესახებ. აუცილებელია სამხედრო მომზადება, საუბარია მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის ქვედანაყოფებზე, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობის დაცვა, რადგან აზრი არ აქვს მხოლოდ რუს სამშვიდობოებზე დაყრდნობას“ - აცხადებს პოლიტოლოგი ტიგრან გრიგორიანი.

პოლიტიკური დამკვირვებელი ჰაკობ ბადალიანი მიიჩნევს, რომ რუსეთს უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნა არ სჭირდება.

„არა მგონია, რომ რუსეთს უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნა სჭირდებოდეს. რუსული არმია არ ამოწურულა ისე, რომ ყარაბაღში დისლოცირებული სამშვიდობოების გადაყვანის საჭიროება გაჩნდეს. უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, პოლიტიკური თამაშის ლოგიკა რუსეთს კავკასიაში პოზიციების შენარჩუნებასთან მიიყვანს, რადგან თუ ის აქ პოზიციებს დაკარგავს, არ მგონია, რომ უკრაინამ რაიმე საკითხის გადაჭრა მაინც შეძლოს, ყოველ შემთხვევაში კავკასიაში. ამ საკითხზე აზერბაიჯანული მხარე პროპაგანდის მცდელობას ახორციელებს“ - მიიჩნევს ჰაკობ ბადალიანი.

ოფიციალური ინფორმაცია რუსი სამშვიდობოების გაწვევის შესახებ ამ დროისთვის არ არსებობს. 2020 წლის 9 ნოემბერს გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების თანახმად კი რუსეთის სამშვიდობო დანაყოფი მთიან ყარაბაღში 2044 წლამდე უნდა დარჩეს.

| Print |