რეგიონი
ლვოვში, ხარკოვსა და დნეპრში აფეთქება მოხდა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში აფეთქებების ხმა ისმის. გამოცემა „უკრაინა 24-ის“ ცნობით, აფეთქებები ქალაქ ლვოვის სხვადასხვა რაიონში ადგილობრივი დროით დაახლოებით 6:30 საათიდან დაიწყო.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმის ხარკოვსა და დნეპრშიც.

მედიის ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა ლვოვის აეროპორტზეც.
| Print |