რეგიონი
ოკუპანტების ნაწილი ჩერნობილს ტოვებს და უკრაინა-ბელარუსის საზღვრისკენ გადაადგილდება - უკრაინული მედია
რუსმა ოკუპანტებმა, რომლებსაც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური და აღნიშნულ ზონაში სხვა ობიექტები ჰქონდათდაკავებული, ტერიტორია დატოვეს და ორი კოლონით უკრაინა-ბელარუსის საზღვრისკენ გაემართნენ.

ამის შესახებ „უკრინფორმი“ უკრაინის ეროვნული ატომური ენერგოგენარაციულ კომპანიაზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე დამპყრობლების მცირე რაოდენობა ჯერ კიდევ რჩება.

ატომური ენერგოგენერაციული კომპანიის მონაცემებით, საზღვრისკენ მიემართება რუსი სამხედროების კიდევ ერთი კოლონა, რომლებსაც ქალაქი სლავუტიჩი ჰქონდათ დაკავებული.

მათივე ცნობით, დადასტურდა ინფორმაცია საფორტიფიკაციო ნაგებობებისა და აკოპების შესახებ, რომლებსაც ჩერნობილის ტყეში რუსი ჯარისკაცები აშენებდნენ, რომელიც ყველაზე დაბინძურებული ზონაა ჩერნობილში.

უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ ოკუპანტებმა მნიშვნელოვანი დოზით დასხივება მიიღეს და დაავადების პირველი გამოვლენისთანავე, პანიკაში ჩავარდნენ.

„შესაბამისად, სამხედროთა შორის მომწიფდა ბუნტი და მათ იქიდან წასვლა გადაწყვიტეს“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყების პირველსავე დღეს - 24 თებერვალს დაიკავეს.
ასევე ნახეთ:

| Print |