რეგიონი
თურქეთში მიღწეული შეთანხმებების წყალობით, მოვახერხეთ სამხედრო ტყვეების წარმატებული გაცვლა - დავით არახამია
სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებმა ორ მხარეს შორის პატიმრების გაცვლა გამოიწვია, - ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის წევრმა დავით არახამიამ განაცხადა.

„თურქეთში მიღწეული შეთანხმებების წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ სამხედრო ტყვეების წარმატებული გაცვლა. სახელმწიფო ბოლომდე იბრძოლებს ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის!", - განაცხადა არახამიამ „ტელეგრამზე“.

შეგახსენებთ, უკრაინული მხარის ინფორმაციით, 1-ელ აპრილს 86 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გაცვალეს, მათ შორის 15 ქალია.
| Print |