რეგიონი
21-ე საუკუნის ჯოჯოხეთი. ქალებისა და მამაკაცების სხეულები, ვინც მოკლეს შეკრული ხელებით - მიხაილო პოდოლიაკი
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი კიევის ოლქში, ხარკოვის, დონეცკისა და ჩერნიგოვის ოლქებში დაშავდა. ამასთან, დაბომბვის შედეგად 869 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა.

ომის დაწყებიდან 42-ე დღეს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერის" გვერდზე ნაწამები და მოკლული ადამიანების ფოტოსურათები გამოაქვეყნა და დასავლეთს რუსულ ენერგორესურსებზე სრული ემბარგოს დაწესება სთხოვა.

პოდოლიაკის შეფასებით ნაციზმის ყველაზე მძიმე დანაშაულები ევროპას დაუბრუნდა.

„კიევის რეგიონი. 21-ე საუკუნის ჯოჯოხეთი. ქალებისა და მამაკაცების სხეულები, ვინც მოკლეს შეკრული ხელებით. ნაციზმის ყველაზე უარესი დანაშაულები ევროპაში დაბრუნდა. ეს განზრახ არის გაკეთებული რუსეთის მიერ. დააწესეთ ემბარგო რუსულ ენერგორესურსებზე, ჩაკეტეთ საზღვაო პორტები. შეაჩერეთ მკვლელობები“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
2 აპრილს, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, განა მალიარმა კი აღნიშნა, რომ უკრაინამ კონტროლი ,,კიევის მთელ რეგიონზე" დაიბრუნა.

,,ირპინი, ბუჩა, გოსტომელი და კიევის მთელი რეგიონი გათავისუფლდა დამპყრობლისგან"
, დაწერა მალიარმა ფეისბუკზე ქალაქების შესახებ, რომლებიც ძლიერ იქნა განადგურებული ბრძოლების შედეგად.

სამივე ქალაქი კიევის ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს და ძლიერ განადგურდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 24 თებერვალს. ირპინი და ბუჩა, კიევის მახლობლად მყოფი ქალაქები, უკრაინის არმიამ ამ კვირაში დაიბრუნა. ორივეში დიდია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

AFP-მ ბუჩას ერთ ქუჩაზე შაბათს, სულ მცირე, 20 ცხედარი ნახა, მათ შორის ერთი - ხელებშეკრული. ქალაქის მერმა თქვა, რომ 280 ადამიანი დაკრძალეს მასობრივ სასაფლაოზე ბუჩაში და რომ ქალაქი სავსეა ცხედრებით. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სულ მცირე, 200 ადამიანი დაიღუპა ირპინში მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა თებერვლის ბოლოს.
მესანგრეები შაბათს ქალაქის განაღმვაზე მუშაობდნენ. სასწრაფო საგანგებო სამსახურებმა განაცხადეს, რომ 643 ასაფეთქებელი ნივთიერება იყო გაუვნებლებული მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა ირპინი დაიბრუნეს.
| Print |