რეგიონი
უახლოეს დღეებში დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმდება
გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, უახლოეს დღეებში დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმდება. შოლცი ამგვარად ომის იმ დანაშაულებს გამოეხმაურა, რომელიც რუსმა სამხედროებმა უკრაინის ოლქში, კონკრეტულად კი ბუჩაში ჩაიდინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, პუტინი და მისი მომხრეები საკუთარ თავზე იგრძნობენ მათი მოქმედებების შედეგებს. მისი თქმით, გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, რათა ქვეყანამ რუსული თავდასხმის წინააღმდეგ თავის დაცვა შეძლოს.

ამასთან, Times-ი წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, შოლცის ლონდონში ვიზიტის დროს, მას რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
| Print |