რეგიონი
მინიმუმ ოცდახუთმა გოგონამ და ქალმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ბუჩაში გააუპატიურეს - უკრაინის ომბუდსმენი
14-დან 24 წლამდე მინიმუმ ოცდახუთმა ქალმა და გოგონამ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ბუჩაში გააუპატიურეს, - ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას აქვს „უკრაინელი ხალხის გენოციდის“ და მათ მიმართ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის მტკიცებულებები. „გაუპატიურება რუსული ძალების ახალი იარაღია“, - აღნიშნა ომბუდსმენმა.

„ეს ხდებოდა ერთი თვის განმავლობაში. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საშინელი დანაშაულების დოკუმენტირებას, ყველა დამნაშავე დაისჯება“, - განაცხადა დენისოვამ.

interpressnews.ge
| Print |