რეგიონი
პუტინი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა თავად დასავლეთი აზარალა
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებამ, დაუწესონ ანტირუსული შეზღუდვები რუსეთს, დასავლეთი უპრეცედენტო კრიზისამდე მიიყვანა.

"რიგი დასავლური ქვეყნების უარმა ნორმალურ თანამშრომლობაზე, მათ შორის რუსეთის ენერგორესურსების კუთხით - ზოგიერთმა მათგანმა უკვე დაარტყა მილიონობით ევროპელს, გამოიწვია რეალური ენერგეტიკული კრიზისი და აისახა, სხვათა შორის, შეერთებულ შტატებზეც. ფასები ყველგან იზრდება და ინფლაცია უბრალოდ მაღალ ნიშნულზე ადის – ამ ქვეყნებისთვის ეს აბსოლუტურად უპრეცედენტოა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთიც, რათქმაუნდა, გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ ამას ახალი შესაძლებლობებისა და ვარიანტების გაჩენად ხედავს.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას შეეძლება გაზარდოს ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის შიდა მოხმარება, ნედლეულის ღრმა გადამუშავების სტიმულირება და ენერგომომარაგების ზრდა მსოფლიოს სხვა რეგიონებში.
| Print |