რეგიონი
"რუსეთმა გაუძლო ამ უპრეცედენტო წნეხს" - პუტინი სანქციებზე
რუსეთის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ქვეყანამ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების წნეხს გაუძლო. ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, მათი მცდელობა, სანქციების მეშვეობით, საბანკო სისტემის კოლაფსი და პროდუქციის დეფიციტი განეხორციელებინათ, წარუმატებელი აღმოჩნდა. მისივე თქმით, ეკონომიკური ბლიცკრიგის სტრატეგიამ არ გაამართლა.

„ცხადია, ბოლო დროს ეკონომიკისთვის მთავარი ნეგატიური ფაქტორი იყო სანქციების ზეწოლა დასავლეთის ქვეყნებიდან. გათვლა იყო სწრაფად შეერყიათ ჩვენს ქვეყანაში ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა, გამოეწვიათ პანიკა ბაზრებზე, კოლაფსი - საბანკო სისტემაში, საქონლის დიდი დეფიციტი - მაღაზიებში. მაგრამ უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის მიმართ ასეთი პოლიტიკა ჩავარდა" - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სანქციებმა უკვალოდ არ ჩაიარა თავად ინიციატორებისთვის, რაც მისივე მტკიცებით, ამ ქვეყნებში ინფლაციისა და უმუშევრობის ზრდით გამოიხატა. გარდა ამისა, გაუარესდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური დინამიკა, ევროპელების ცხოვრების დონე შემცირდა და მათი დანაზოგების დევალვაცია მოხდა.

"რუსეთმა, როგორც უკვე ვთქვი, გაუძლო ამ უპრეცედენტო წნეხს. ვითარება სტაბილიზირდება“,
- განაცხადა პუტინმა.
| Print |