რეგიონი
რუსებმა ხარკოვში ეკლესია დაბომბეს
ხარკოვში, რუსებმა ეკლესია დაბომბეს, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობა თავს აფარებდა - ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის დამოუკიდებელი მედია Nexta, "ტვიტერის" გვერდზე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

"დამპყრობლებმა ხარკოვში, ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმალებოდნენ. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა"
, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხარკოვის ეკლესიის დაბომბვას გამოეხმაურა უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო. მისი თქმით, ეკლესიაში ჩამსხვრეულია ყველა კარ-ფანჯარა.

"ვინც კრემლის კერპს ეთაყვანება, არაფერია წმინდა, ეკლესიაში ჩამსხვრეულია ყველა ფანჯარა და კარი, დაზიანებულია საკვირაო სკოლის შენობაც,"
- ნათქვამია გერაშენკოს განცხადებაში.
| Print |