რეგიონი
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს საქართველოში ჩამოასვენებენ
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს: არკადი კასრაძეს, ალიკა ცაავას და ზაზა ბიწაძეს საქართველოში სავარაუდოდ, კვირის ბოლოს ჩამოასვენებენ.

არსებული ინფორმაციით, ცხედრებს ჯერ კიევში გადასვენებენ, სადაც პანაშვიდს გადაუხდიან, შემდეგ კი საქართველოში ჩამოასვენებენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ესენი არიან: ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი, ბახვა ჩიქობავა, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა.
| Print |