რეგიონი
რუსული დანაკარგები ომის დაწყებიდან დღემდე
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა 20 900 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 24 თებევრვლიდან 20 აპრილამდე პერიოდში განადგურდა რუსეთის 815 ტანკი, 2087 - ჯავშანტექნიკა, 391 - საარტილერიო სისტემა, 136- სარაკეტო სისტემა, 67 - ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, 171 -თვითმფრინავი, 150- ვერტმფრენი, 1504 -საავტომობილო ტექნიკა, 8- გემი/კატერი, 76 - საწვავის ავზი, 165 -ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 27 - სპეციალური აღჭურვილობა, 4 - სარაკეტო კომპლექსი.
| Print |