რეგიონი
უკრაინელმა ჯარისკაცებმა ომის დაწყების დღიდან 21 000 რუსი სამხედრო მოკლეს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა დაახლოებით 21 000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.

მათივე ცნობით, 24 თებერვლიდან 20 აპრილამდე პერიოდში განადგურდა რუსეთის 829 ტანკი, 2118 - ჯავშანტექნიკა, 393 - საარტილერიო სისტემა, 136- სარაკეტო სისტემა, 67 - ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, 172 -თვითმფრინავი, 151- ვერტმფრენი, 1508 -საავტომობილო ტექნიკა, 8- გემი/კატერი, 76 - საწვავის ავზი, 166 -ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 27 - სპეციალური აღჭურვილობა, 4 - სარაკეტო კომპლექსი.
| Print |