რეგიონი
თუ ვინმეს სურს ნეიტრალური დარჩეს დღეს, რათა არაფერი დაკარგოს, ეს ყველაზე სარისკო ფსონია, რადგან ყველაფერს დაკარგავენ - ზელენსკი
ვინ არის შემდეგი? - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის უკრაინაში შეჭრის 58-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში რუსეთის გეგმაზე ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, ყველა ერს, ვისაც უკრაინასთან ერთად სიკვდილზე სიცოცხლით გამარჯვების სჯერა, მათთან ერთად უნდა იბრძოლოს.

,,რუსეთის შეჭრა უკრაინაში მხოლოდ დასაწყისი იყო, მერე სხვა ქვეყნების ხელში ჩაგდება უნდათ. რა თქმა უნდა, ჩვენ საკუთარ თავს დავიცავთ მანამ, სანამ საჭირო იქნება რუსეთის ფედერაციის ამ ამბიციის დასამსხვრევად, მაგრამ ყველა ერმა, რომელსაც ჩვენ მსგავსად, სიცოცხლით სიკვდილზე გამარჯვების სჯერა, ჩვენთან ერთად უნდა იბრძოლოს. ისინი უნდა დაგვეხმარონ, რადგან ამ გზაზე პირველები ვართ და ვინ არის შემდეგი? თუ ვინმეს, ვინც შეიძლება შემდეგი გახდეს, სურს ნეიტრალური დარჩეს დღეს, რათა არაფერი დაკარგოს, ეს ყველაზე სარისკო ფსონია, იმიტომ რომ ყველაფერს დაკარგავენ", - განაცხადა ზელენსკიმ.
| Print |