რეგიონი
უკრაინელმა ჯარისკაცებმა ომის დაწყებიდან 21 600 რუსი სამხედრო მოკლეს
რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგი, საერთო ჯამში, დაახლოებით 21 600 სამხედროს აღწევს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინაზე რუსეთის აგრესიის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე, ოკუპანტების ზარალმა შეადგინა: 21 600-მდე სამხედრო, 854 ტანკი, 2205 ჯავშანმანქანა, 403 საარტილერიო სისტემა, 143 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 69 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემები, 177 თვითმფრინავი, 154 შვეულმფრენი, 1543 საავტომობილო ტექნიკა, 8 ერთეული გემი/ კატერი, 76 ცალი საწვავ-საპოხი მასალებით სავსე ავზი, 182 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 27 სპეცტექნიკა, 4 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი OTRK / TRK.
| Print |