რეგიონი
უკრაინელმა ჯარისკაცებმა ომის დაწყებიდან 21 900 რუსი სამხედრო მოკლეს
რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგი, საერთო ჯამში, დაახლოებით 21 900 სამხედროს აღწევს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინაზე რუსეთის აგრესიის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე, ოკუპანტების ზარალმა შეადგინა: 21 900-მდე სამხედრო, 884 ტანკი, 2258 ჯავშანმანქანა, 411 საარტილერიო სისტემა, 149 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 69 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემები, 181 თვითმფრინავი, 154 შვეულმფრენი, 1543 საავტომობილო ტექნიკა, 8 ერთეული გემი/ კატერი, 76 ცალი საწვავ-საპოხი მასალებით სავსე ავზი, 201 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 28 სპეცტექნიკა, 4 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი OTRK / TRK.
| Print |