ერევანში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე 200-მდე მომიტინგე დააკავეს, - ინფორმაციას RIA Novosti სომხეთის პოლიციაზე დაყრდნობი ავრცელებს.
„189 ადამიანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს", - განაცხადა წყარომ სააგენტოსთან საუბრისას.
აქცია ოპოზიციამ გუშინ გამართული საპროტესტო აქციის დროს დააანონსა. აქციის მონაწილეების ნაწილმა საფრანგეთის მოედანზე კარვები გაშალა და ღამე ქუჩაში გაათენა. ისინი აცხადებენ, რომ სახლში არ წავლენ, სანამ მიზანს არ მიაღწევენ.