რეგიონი
სომხეთში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები განახლდა
დღეს დილიდან ერევანში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები კვლავ განახლდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ნიკოლ ფაშინიანისა და მისი გუნდის გადადგომის მოითხოვენ, დედაქალაქში ქუჩების გადაკეტვა დაიწყეს.

პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. ერევანში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები 2 მაისს, დილიდან დაიწყო.

აქციები დღეს ერევანის გარდა რეგიონებშიც გაიმართება. გუშინ სამართალდამცავებმა 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

| Print |