რეგიონი
ერევანში საპროტესტო აქციაზე 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს
ერევანში საპროტესტო აქციის 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

„16:00 საათის მდგომარეობით, დაკავებულია 206 ადამიანი, რომლებიც ერევანში პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანეს. გეღარკუნიკის რაიონში დაკავებულია 8 ადამიანი, არარატის რეგიონში - 6“ , - განაცხადეს პოლიციაში.

ამ დროისთვის სამართალდამაცვები აზუსტებენ მონაცემებს სხვა ოლქებთან დაკავშირებით, სადაც ასევე საპროტესტო აქციები იმართება პრემიერ - მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით.

ამ მოთხოვნით აქციები სომხეთში 2 მაისიდან განახლდა, რომლებიც ოპოზიციის მიერ არის ორგანიზებული.
| Print |