რეგიონი
9 მაისს, შესაძლოა, პუტინმა უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს - CNN
9 მაისს, როცა რუსეთი “დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების დღეს აღნიშნავს, პუტინის ხელისუფლებამ შესაძლოა, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ესკალაციის შესახებ გამოაცხადოს.

ამის შესახებ CNN აშშ-სა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებულ საომარ მოქმედებებს, პუტინის რეჟიმი დღემდე არა ომს, არამედ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს.
| Print |