რეგიონი
აშშ უკრაინას არტილერიით, საბრძოლო მასალით და რადარებით დაეხმარება
თეთრმა სახლმა, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომელიც არტილერიას, საბრძოლო მასალას, რადარებსა და სხვა აღჭურვილობას მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

შეერთებული შტატები უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას აგრძელებს, როდესაც ისინი თავიანთ ქვეყანას რუსეთის მიმდინარე აგრესიისგან იცავენ. ჩვენ ვაგზავნით იარაღსა და აღჭურვილობას", - განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, უკრაინისთვის არსებული დახმარება „თითქმის ამოწურულია" და კონგრესს, მისი შეთავაზებული 33 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდა, რათა უკრაინა „ბრძოლის ველზე და მოლაპარაკებების მაგიდასთან გაძლიერდეს".
| Print |