რეგიონი
ხარკოვის მიმართულებით რუსი ოკუპანტებისგან 23 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილის ალექსეი გრომოვის ინფორმაციით, ხარკოვის მიმართულებით, რუსი ოკუპანტებისგან უკვე 23 დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული.

„ხარკოვის მიმართულებაზე ჩვენი ჯარის მოქმედების შედეგად 5 მაისიდან 23 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა. მოწინააღმდეგე გაძლიერებულად ხსნის ცეცხლს, ცდილობს ჩვენი ჯარის შეტევის შეჩერებას”, - განაცხადა გრომოვმა.
| Print |