რეგიონი
ომის დაწყებიდან დღემდე კიევში 2 317 ბავშვი დაიბადა
კიევში ომის 85 დღის განმავლობაში 2 317 ბავშვი დაიბადა. მათგან 1 222 - ბიჭი და 1 095 გოგოა. ამის შესახებ კიევის საქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მიკოლა პოვოროზნიკმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით ახალშობილთა შორის 55 ტყუპია.

ამასთან, ომის მიმდინარეობისას დედაქალაქში 3 487 წყვილი დაქორწინდა.
| Print |