რეგიონი
უკრაინაში ომი გადამწყვეტ, მესამე ფაზაში შევიდა
ომი უკრაინაში გადამწყვეტ, მესამე ფაზაში შევიდა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა. მისი განმარტებით, ახლა ყველაზე რთული ვითარება ბახმუტის მიმართულებაზეა, სადაც რუსეთის ჯარი უკანასკნელი ორი დღე-ღამის განმავლობაში აქტიურად აგზავნის დამატებით ძალებს.

არესტოვიჩის განმარტებით, რუსეთი შეტევის განხორციელებას პაპასნაიას დასავლეთით და ჩრდილოეთით ცდილობს. პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ვითარებას "არასასიამოვნო" უწოდა, უკრაინელი სამხედროების გამოფიტვის ხარისხის გათვალისწინებით.
| Print |