რეგიონი
ომის დაწყებიდან უკრაინაში 232 ბავშვი დაიღუპა
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 232 ბავშვი დაიღუპა, 431 კი დაშავდა.

ყველაზე მეტი - 145 ბავშვი დონეცკის რეგიონში დაშავდა, კიევის რეგიონში კი 116.

რუსული ძალების დაბომბვის შედეგად 1 837 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 172 კი მთლიანად განადგურდა.
| Print |