რეგიონი
რუსულმა ძალებმა სევეროდონეცკი დაბომბეს
უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკში რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ხუთი დაშავდა, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა სერჰი გაიდაიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსული ჯარები თავს დაესხნენ ქალაქს ყველანაირი იარაღით და საჰაერო მხარდაჭერით და მის სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიებზე შევიდნენ.

„მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები. მტერი იყენებს ყველა შესაძლო იარაღს, თვითმფრინავებს. თუმცა, ჩვენი სამხედროები მტკიცედ იცავენ თავს,“- აღნიშნა გუბერნატორმა.

მისი თქმით, ღამით სევეროდონეცკში სულ მცირე 12 სახლი დაინგრა, მეზობელ ლისიჩანსკში კი - 18 სახლი განადგურდა.
| Print |