რეგიონი
სევეროდონეცკი მუდმივი თავდასხმის ქვეშაა - ლუგანსკის გუბერნატორი
სევეროდონეცკში სიტუაცია უკიდურესად რთულია, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი, სერჰი გაიდაი „ტელეგრამზე“ წერს.

მისი თქმით, რუსული ძალები სევეროდონეცკს გამუდმებით ბომბავენ.

„საჰაერო ბომბები, არტილერია და ტანკები. რუსების ძირითადი ძალისხმევა ახლა ორიენტირებულია ქალაქზე კონტროლის დამყარებაზე“, - აცხადებს გაიდაი.

მან ასევე უკრაინის სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ ქალაქში სიტუაცია უკიდურესად რთულია და რუსული ჯარები ცენტრისკენ მიიწევენ. „ბრძოლა გრძელდება,“ - აღნიშნა გაიდაიმ.
| Print |