რეგიონი
რუსულმა ძალებმა 30 700 ჯარისკაცი დაკარგეს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 30 700 ჯარისკაცი დაკარგეს.

24 თებერვლიდან 1-ელ ივნისამდე მტრის დანაკარგი ასევე მოიცავს:
დღესვე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა ყოველდღიურად 60-დან 100-მდე ჯარისკაცს კარგავს.

„აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა ძალიან რთულია. ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ 60-დან 100-მდე ჯარისკაცს და დაახლოებით 500 ბრძოლაში იჭრება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ რუსეთი შავ ზღვაში მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს.

„ამჟამად, 22.5 მილიონი ტონა მარცვლეული დაბლოკილია რუსეთის მიერ. იმისთვის, რომ ეს ტერიტორია გავხსნათ ზღვაში გასასვლელით, წყალში გასასვლელით, უნდა ვიბრძოლოთ და გვქონდეს 120-140 კილომეტრ მანძილზე მოქმედი იარაღი," -აღნიშნა ზელენსკიმ.
| Print |