რეგიონი
რუსულმა ძალებმა ღამით ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი
უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ღამით, ქალაქი ხარკოვი დაბომბეს, რის შედეგადაც 1 ქალი გარდაიცვალა, ხოლო 1 მამაკაცი კი - დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მათივე ინფორმაციით, ქალაქში, რუსეთის საზღვართან ახლოს რუსულმა ძალებმა ასევე სკოლას ცეცხლი გაუხსნეს.

ამასთან, უკრაინული მხარის ინფორმაციით, ღამით განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, მეზობელ სუმის რეგიონში სულ მცირე 3 ადამიანი დაშავდა, ხოლო რამდენიმე სახლი კი - განადგურდა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 261 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურორის ოფისი „ტელეგრამის“ გვერდზე ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაშავდა 460-ზე მეტი ბავშვი.
ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის.

ოკუპანტების მიერ ქალაქებისა და სოფლების გამუდმებული დაბომბვის შედეგად დაზიანებულია 1938 სასწავლო დაწესებულება, ამასთან, 182 მათგანი სრულად განადგურებულია.
| Print |