რეგიონი
უკრაინაში, რუსების მიერ, სექსუალური ძალადობის ფაქტებზე, 16 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული - პავლიშჩენკო
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კატერინა პავლიშჩენკოს თქმით, უკრაინის პოლიციაში, დაახლოებით, 50 საჩივარი შევიდა. შედეგად, რუსი ჯარისკაცების მიერ, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებზე ,16 სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

უკრაინა, მისი საერთაშორისო მოკავშირეები და გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი პოტენციურ სამხედრო დანაშაულებს, მათ შორის სექსუალურ ძალადობას უკრაინაში მას შემდეგ იკვლევენ, რაც 100 დღის წინ რუსეთი ქვეყანაში შეიჭრა.

„რაც შეეხება სექსუალურ ძალადობას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, ეს ძალიან რთული საკითხია. საკითხი, რომელზეც როგორც წესი, დაზარალებულებს საუბარი არ სურთ, რადგან ის შიში და ტკივილი, რაც მათ განიცადეს, უნდათ, რაც შეიძლება მალე დაივიწყონ”, - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კატერინა პავლიშჩენკომ.
| Print |