რეგიონი
ბორის ჯონსონი შესაძლოა თანამდებობიდან გადააყენონ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შესაძლოა, თანამდებობიდან გადააყენონ. როგორც "კონსერვატიულ პარტიაში" განაცხადეს, ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა დღეს საღამოს უნდა გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ბორის ჯონსონის მიერ კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინის წესების დარღვევის ფაქტს, რასაც ბრიტანულ მედიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა.

ბორის ჯონსონს პარტიის ლიდერისა და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადასაყენებლად 180 კონსერვატორი დეპუტატის ხმა არის საჭირო.
| Print |