რეგიონი
სანამ ცოცხალი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისინი გაქრნენ - მედვედევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა სიძულვილით ახსნა ტელეგრამ-არხზე მისი პოსტების სიმძაფრე.

მედვედევმა ტელეგრამით სარგებლობა უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, მარტიდან დაიწყო და 395 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. მისი საჯარო პოსტები ძირითადად, ეხება უკრაინას, დასავლეთის სახელმწიფოებს და მათ პოლიტიკოსებს.

დღეს, 7 ივნისს მედვედევმა ტელეგრამზე დაწერა, რომ ხშირად ეკითხებიან, რატომაა მისი პოსტები ასეთი მძაფრი, რასაც ასე პასუხობს: „მე ისინი მძულს. ისინი ნაძირლები და გადაგვარებულები არიან. მათ უნდათ სიკვდილი ჩვენთვის, რუსეთისთვის. და სანამ ცოცხალი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისინი გაქრნენ“.
| Print |