რეგიონი
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, 31 700 რუსი სამხედროა მოკლული
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული განახლებული ინფორმაციის მიხედვით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა კიდევ 200 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, რითაც გარდაცვლილი რუსი ჯარისკაცების რიცხვმა 31 700-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

24 თებერვლიდან 9 ივნისამდე მტრის საერთო დანაკარგები შეადგენს:
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 30 ოკუპანტი და საბრძოლო მასალის სამი საცავი გაანადგურეს, - ამის შესახებ “სამხრეთის” ოპერატიული სარდლობა იუწყება.

“მტერი აგრძელებს საბრძოლო მოქმედებების ჩატარებას თავდაცვის ოკუპირებულ ხაზებზე. მტერი ჩვენი ქვედანაყოფების პოზიციებიდან გაძევებას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ - უკან იხევს, ტოვებს დაღუპულებს, დაჭრილებს და დაზიანებულ აღჭურვილობას,” - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა 30 რუსი ოკუპანტი, ორი ჯავშანტექნიკა და ოთხი მანქანა გაანადგურეს. ასევე, ხერსონის ოლქის სხვადასხვა დასახლებაში განადგურდა საველე საბრძოლო მასალის სამი საცავი.

„სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობაში ასევე აცხადებენ, რომ დღის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის მინიმუმ 10 ერთეული გაანადგურეს.
| Print |