რეგიონი
უკრაინაში სევეროდონეცკისთვის ბრძოლა მიმდინარეობს
მტერი ახორციელებს შეტევას ვოზდვიჟენკას - როტას მიმართულებით და ნაწილობრივ წარმატებას აღწევს,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტები აქტიურად იყენებენ ოპერატიულ-ტაქტიკურ და სამხედრო ავიაციას.

"მტრის ქვედანაყოფები ცდილობდნენ შტურმს ნირკოვისა და ნიკოლაევკის დასახლებების მიმართულებით, თუმცა უკრაინელი ჯარისკაცების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ოკუპანტებმა დანაკარგები განიცადეს და უკან დაიხიეს", - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

მათივე ცნობით, რუსები სევეროდონეცკზე სრული კონტროლის მოპოვებას ცდილობენ.

„მტერი წარუმატებლად ცდილობს მოიპოვოს სრული კონტროლი ქალაქ სევეროდონეცკზე, ბრძოლა გრძელდება. სლავიანსკის მიმართულებით, მტერს აქტიური ოპერაციები არ ჩაუტარებია, ის ახორციელებს ჯარების კონცენტრირებას, ცდილობს შექმნას პირობები შეტევის განახლებისთვის,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დონეცკის მიმართულებით, მოწინააღმდეგე უკრაინულ ქვედანაყოფებს ცეცხლს უხსნის კონტაქტის მთელი ხაზის გასწვრივ, ახორციელებს სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს, მათ შორის დასახლებულ პუნქტებზე.
| Print |