რეგიონი
გუბერნატორის ინფორმაციით, სევეროდონეცკის აზოტის ქარხანას კვლავ უკრაინა აკონტროლებს
სევეროდონეცკის აზოტის ქარხანას კვლავ უკრაინა აკონტროლებს და ინფორმაცია მისი ბლოკადის შესახებ სიცრუეა, - ეს განცხადება ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა, სერჰი გაიდაიმ გააკეთა.

„ინფორმაცია აზოტის ქარხნის ბლოკადის შესახებ სრული სიცრუეა, რომელიც რუსი პროპაგანდისტების მიერ ვრცელდება, სევეროდონეცკის ინდუსტრიულ ზონას ჩვენი ძალები აკონტროლებენ და ქალაქში რუსულ ძალებს ანადგურებენ“, - წერს გუბერნატორი „ტელეგრამზე“.

ლუგანსკის გუბერნატორმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სევეროდონეცკში აზოტის ქიმიური ქარხნის ქვეშ ბომბსაფარებს, 800-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები, აფარებს თავს.
| Print |